Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარეიშვილის თქმით, ეფექტურად მოქმედებს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა


„რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა მოგვიტანა“, - განუცხადა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე შეფასებით, აღიარებით რუსეთმა აფხაზური და ოსური საზოგადოებები ფაქტობრივად უპერსპექტივო მდგომარეობაში მოაქცია. ზაქარეიშვილის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის მიზანმიმართული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად ეფექტურად მოქმედებს არაღიარების პოლიტიკა და რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეცვალა კიდეც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა უნდა დაიწყონ დიალოგი, თუ როგორ ხედავენ არსებული ვითარებიდან გამოსავალს."ევროპისკენ ჩვენი სწრაფვა და ევროპული ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პირიქით, მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი შერიგებას, ღირსეულ თანაცხოვრებას და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

XS
SM
MD
LG