Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა მაქსიმალურად დაეხმაროს უკრაინას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა უკრაინას მაქსიმალურად დაეხმაროს. "კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას გავუწევთ უკრაინელ მეგობრებს და მაქსიმალურ მხარდაჭერას და დახმარებას აღმოვუჩენთ“, - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა. სხდომის დაწყებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ხვალ დილით კიევში მიემგზავრება. მინისტრის განმარტებით, უკრაინაში მისი ვიზიტის მიზანია დაჭრილებისა და დაზარალებულების მკურნალობაში დახმარება, არსებული საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გეგმის მომზადება. „ვფიქრობ, ორი დღის განმავლობაში ამას მოვახერხებთ და უკვე კვირის ბოლოდან ეს გეგმა ამოქმედდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მასთან ერთად კიევში გაემგზავრება ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი.

XS
SM
MD
LG