Accessibility links

პოროშენკო და პუტინი მინსკში იმყოფებიან


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფებიან მინსკში, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირის სამიტზე. შეხვედრის ფონია კიევსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობა, უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების მოქმედების გამო. სამიტზე იმყოფებიან ასევე ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ბრიუსელში უთხრა, რომ შეხვედრა ქმნის „კრიზისის პოლიტიკური გადაჭრის გზების პოვნისთვის დისკუსიის შესაძლებლობას“. კრემლი პუტინსა და პოროშენკოს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას არ გამორიცხავს, თუმცა არც ორმხრივი შეხვედრის გეგმას ადასტურებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეხვედრა ქმნის უკრაინის კრიზისის თაობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობასო.

XS
SM
MD
LG