Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთთა ლიდერი: ირანმა იარაღი მოგვაწოდა ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლისთვის


ერაყელი ქურთების ლიდერი აცხადებს, რომ ქურთ მებრძოლებს ირანმა იარაღი და ტყვია-წამალი მიაწოდა ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებთან საბრძოლველად. ნახევრადავტონომიური ქურთთა რეგიონის პრეზიდენტმა, მასუდ ბარზანიმ ეს განცხადება გააკეთა ვიზიტით მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რეგიონის დედაქალაქ ირბილში შეკრებილ ჟურნალისტებს ბარზანიმ უთხრა: „ჩვენ იარაღი ვითხოვეთ და ირანი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც იარაღი მოგვაწოდაო.“ ზარიფის განცხადებით, ირანს ერაყში სამხედრო ძალები არ ყავს, თუმცა ბაღდადს და ქურთებს „სხვა საშუალებებით“ უწევს დახმარებას. ირანის მედიამ 25 აგვისტოს გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვები - რომ თეირანმა ახლახან დახმარება გაუწია ერაყელი ქურთების ძალებს, მას შემდეგ რაც ამის თაობაზე თხოვნა მიიღო. პეშმერგას ქურთი ძალები ებრძვიან ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებს, რომლებსაც ერაყის ქურთისტანის პერიფერიაზე გარკვეული ტერიტორია აქვთ დაკავებული.

XS
SM
MD
LG