Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკებებზე „მსოფლიოს ბედი წყდება“


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ევროკავშირის ლიდერებთან მინსკში გამართულ მის მოლაპარაკებებზე „მსოფლიოს და ევროპის ბედი წყდება“. პოროშენკო ამ განცხადებით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც ასევე მონაწილეობენ პუტინი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი. ამასთან, პოროშენკომ განაცხადა, რომ მას „პოლიტიკური კომპრომისის“ გამონახვა სურს და უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გზად დაასახელა სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა. პუტინის თქმით, უკრაინის კრიზისი მხოლოდ კიევსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებით გადაიჭრება. პარალელურად, ნაზარბაევმა პოროშენკოს უთხრა, რომ მან პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკება უნდა გამართოს. ამასთან, ყაზახეთის პრეზიდენტი გამოვიდა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის დამყარების და იქ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მოწოდებებით.

XS
SM
MD
LG