Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასის წარმომადგენელი: ისრაელთან ზავი მიღწეულია


დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ჰამასის მაღალჩინოსნის სიტყვებს, რომ ისრაელთან მიღწეულია ზავი, რომელმაც უნდა დაასრულოს შვიდი კვირის განმავლობაში წარმოებული და 2,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ომი. ჰამასის წარმომადგენელი მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს „უვადო“ ზავს და ისრაელის მხრიდან ღაზის ბლოკადის შემსუბუქებაზე თანხმობას. მისი თქმით, ერთ თვეში დაიწყება მოლაპარაკება უფრო კომპლექსურ თემებზე - მაგალითად, ჰამასის მოთხოვნაზე გაიხსნას ღაზის აეროპორტი და საზღვაო პორტი. ამ წყაროს ინფორმაციით, ეგვიპტის ოფიციალური პირები ამ საკითხებზე განცხადებას 26 აგვისტოს მოგვიანებით გააკეთებენ. ისრაელს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG