Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე და ჰამასი: ისრაელთან ზავი მიღწეულია


ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ჰამასმა და ისრაელმა მიაღწიეს „გრძელვადიან ზავს“, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკების განახლებას და ღაზაში შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას. სააგენტოები ავრცელებენ კაიროში სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავალი ეგვიპტელი ოფიციალური პირებს სიტყვებს, რომ ზავი 26 აგვისტოს ამოქმედდება. უფრო ადრე დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ჰამასის ანონიმურად დატოვებული მაღალჩინოსნის სიტყვები, რომ ისრაელთან მიღწეულია ზავი, რომელმაც უნდა დაასრულოს შვიდი კვირის განმავლობაში წარმოებული და 2,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის გამომწვევი ომი. მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს „უვადო“ ზავს და ისრაელის მხრიდან ღაზის ბლოკადის შემსუბუქებაზე თანხმობას. ამავე წყაროს ცნობით, ერთ თვეში დაიწყება მოლაპარაკება უფრო კომპლექსურ თემებზე - მაგალითად, ჰამასის მოთხოვნაზე გაიხსნას ღაზის აეროპორტი და საზღვაო პორტი. ისრაელს ჯერჯერობით ცნობა არ დაუდასტურებია.

XS
SM
MD
LG