Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო უვიზო რეჟიმს წყვეტს 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის


მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება შეუწყდება 13 ქვეყნის - მათ შორის ერაყის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის - სახელმწიფოების მოქალაქეებს. ქვეყნები, რომელთათვისაც უვიზოდ შემოსვლა უქმდება, არიან: ერაყი, ბოლივია, ჩილე, კუბა, გვატემალა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, დომინიკის თანამეგობრობა, ტრინიდადი და ტობაგო, სენტ კიტსი და ნევისი, სურინამი და სენტ ლუსია. 1 სექტემბერს ამოქმედდება ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს ვიზების გაცემასა და მიგრაციასთან დაკავშირებით. 100-მდე ქვეყნის მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება, თუმცა მათ საქართველოში ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ, ნაცვლად ამჟამად დაწესებული 360 დღისა.

XS
SM
MD
LG