Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დაადასტურა ჰამასთან ზავის მიღწევა


ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ დათანხმდნენ ეგვიპტის შუამავლობით შემუშავებულ ზავს, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკების განახლებას და ღაზაში ჰამასსა და ისრაელს შორის შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას. ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზავი „უვადოა.“ საზავო გეგმა ითვალისწინებს ისრაელის მიმართ მოწოდებას შეამსუბუქოს ღაზის ბლოკადა და ამ ჰამასის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეუშვას ჰუმანიტარული და სამშენებლო ტვირთები. გავრცელებული ცნობებით, კაიროში ერთ თვეში დაიწყება არაპირდაპირი მოლაპარაკება სხვა საკითხებზე - მათ შორის ჰამასის მოთხოვნაზე ისრაელმა დაასრულოს ღაზის ბლოკადა და ისრაელის მხრიდან ჰამასის მიმართ გამოთქმულ განიარაღების მოწოდებაზე. მიღწეული ზავი 26 აგვისტოს უნდა ამოქმედდეს. ეგვიპტის მთავრობამ, ჰამასის წარმომადგენლებმა და პალესტინელების ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა ასევე დაადასტურეს საზავო შეთანხმების დეტალები.

XS
SM
MD
LG