Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეჭრის შესახებ


უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შესახებ. საბჭოს წარმომადგენელმა, ანდრეი ლისენკომ ტელეკომპანია ICTV-ში, გადაცემა „სიტყვის თავისუფლება“ - ში საუბრისას განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ელაპარაკა მესაზღვრეებსა და სამხედროებს და რუსული ტანკები და შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქში არავის უნახავს. რამდენიმე ხნით ადრე, უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ბოჩკალამ მესაზღვრეებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფრომაცია, რომ უკრაინაში, ტაგანროგის მხრიდან ნოვოაზოვსკის მიმართულებით რუსეთის რეგულარუი ჯარები შევიდნენ.

XS
SM
MD
LG