Accessibility links

logo-print

NDI-ის პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ალასანია ლიდერობს


პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით. ირაკლი ალასანიას მოწონების მაჩვენებელი 60%-ია. მას 54%-ით მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მესამე ადგილზე კი 51%-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოწონების 45%-იანი მაჩვენებელი აქვს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და ამდენივე თბილისის მერს დავით ნარმანიას. NDI-ის განმარტებით, აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 6%-ით შემცირებულია ირაკლი ალასანიას რეიტინგი და 10-10%-ით ირაკლი ღარიბაშვილის და დავით უსუფაშვილის. წინა გამოკითხვასთან შედარებით 2%-ითაა გაზრდილი გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი და 3%-ით დავით ნარმანიასი. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ყველაზე მაღალი რეიტინგი, 48% აქვს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. 22%-ია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი. ამავე გამოკითხვის თანახმად, 38%-ია ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის რეიტინგი და 22% დემოკრატული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის. NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა საქართველოს 3 338 მოქალაქე 27 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გამოკითხა

XS
SM
MD
LG