Accessibility links

logo-print

უკრაინა: რუსეთის ჯარები ქვეყნის საზღვარს კვეთენ


უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ბრალდებით გამოდის და ამბობს, რომ რუსეთის ჯარისკაცები და ჯავშანმანქანები ქვეყნის აღმოსავლეთში შედიან. უკრაინის თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლმა, ანდრეი ლისენკომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების ჯგუფმა ჯავშანმანქანებით გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და ქალაქ ამვროსიისკაში შევიდა. ლისენკომ ასევე თქვა, რომ სამთავრობო ძალებმა ბრძოლებში მოკლეს 200-მდე სეპარატისტი და გაანადგურეს ტანკები და სარაკეტო სისტემები. მისი ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 13 უკრაინელი ჯარისკაცი. მანამდე, უკრაინის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტანკებისა და მძიმე შეიარაღების რუსულმა კოლონამ გადაკვეთა საზღვარი და ტელმანოვეს მიმართულებით მოძრაობდა - დონეცკიდან 80 კილომეტრის დაშორებით.

XS
SM
MD
LG