Accessibility links

პაკისტანის პრემიერი აცხადებს, რომ არ გადადგება


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს მიუხედავად ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციებისა. შარიფმა 27 აგვისტოს პარლამენტს განუცხადა, რომ ისლამაბადში მიმდინარე დემონსტრაციები მის მთავრობას კურსიდან ვერ გადაახვევინებდა და რომ პაკისტანი ამ კრიზისს გაუძლებდა. საპროტესტო აქციები ათობით ათასი ადამიანის მონაწილეობით ისლამაბადში 15 აგვისტოდან მიმდინარეობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2013 წლის არჩევნები, რომელშიც გამარჯვებულად შარიფი გამოცხადდა გაყალბებული იყო.

XS
SM
MD
LG