Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბაქოს ოფისს ბანკი აშშ-იდან გადმორიცხული ფულის მიღებაზე უარს ეუბნება


საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბაქოს ოფისი აცხადებს, რომ მოუწევთ აზერბაიჯანში რამდენიმე პროექტის შეჩერება, რადგან პრობლემები აქვთ ბაქოში განთავსებული ბანკის მეშვეობით თანხების გადმორიცხვასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - აზერბაიჯანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რანა საფარალიევამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისმა გუნდა ვერ მიიღო ფინანსური დახმარება USAID-ისგან, რადგან საბანკო გადარიცხვამ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაიგვიანა. მისი თქმით „უნიბანკის“ ბაქოს ოფისი USAID-ს გადმორიცხულ ფულს უკან უბრუნებს და მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებს. ორი კვირის წინ ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩმა“ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ანტიკორუფციულ კოალიციაში.

XS
SM
MD
LG