Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: რუსეთი ზურგს უმაგრებს შეტევას უკრაინის სასაზღვრო ქალაქზე


კიევი აცხადებს, რომ დამატებით სამხედრო კონტინგენტს გზავნის რუსეთის საზღვრიდან ათიოდე კილომეტრის მოშორებით, აზოვის ზღვასთან მდებარე ქალაქში მას შემდეგ, რაც ამ ქალაქის მერმა განაცხადა, რომ იქ სეპარატისტები შეიჭრნენ, ათობით დაჯავშნული მანქანით. უკრაინის უშიშროების უწყების პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობის ძალები ნოვოაზოვსკში იქნა გაგზავნილი. ორი დღით ადრე ლისენკო აცხადებდა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტანკებით შეიჭრნენ რუსეთის ძალები, რომლებიც თავს სეპარატისტ მებრძოლებად ასაღებდნენ. ლისენკოს განცხადებით, რუსეთის არტილერია კვლავაც მონაწილეობს ნოვოაზოვსკში მიმდინარე ბრძოლაში, რუსეთის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის გზით. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ ის უკრაინაში სამხედროებს გზავნის და აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ძალების მიერ შეპყრობილმა რუსეთის მედესანტეებმა საზღვარი შემთხვევით გადალახეს.

XS
SM
MD
LG