Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

28 აგვისტოს გაიმართება თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია


28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე რეჯეფ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციის ცერემონიალი გაიმართება. ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო 11 წლის განმავლობაში. პრეზიდენტის პოსტზე მის ინაუგურაციას დაესწრებიან ათეულობით სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, მათ შორის - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აშშ თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მხოლოდ საელჩოს წარმომადგენელს გზავნის. ერდოანის ინაუგურაციას არ ესწრებიან აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ლიდერებიც. რეჯეფ ტაიპ ერდოანი გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის უფლებამოსილებების გასაფართოებლად.

XS
SM
MD
LG