Accessibility links

logo-print

"რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტი": რუს ჯარისკაცებს უკრაინაში იძულებით გზავნიან


რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალენტინა მელნიკოვამ განაცხადა, რომ ვადიანი სამსახურის ზოგიერთ ჯარისკაცს იძულებით გზავნიან უკრაინის აღმოსავლეთში საომრად. მელნიკოვამ ტელეარხ „დოჟდს“ უთხრა, რომ ეს ყველაფერი მას ავღანეთის ომს აგონებს. იმავე ტელეარხს, ოთხშაბათს სტავროპოლის მხარის ჯარისკაცთა დედების კომიტეტის წარმომადგენელმა ლუდმილა ბოგატენკოვამ უთხრა, რომ არსებობს დაღუპული და დაჭრილი 400 რუსი სამხედრო პირის სია. ის შედგენილია სხვადასხვა სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, რომელსაც აქტივისტები არ ახმაურებენ.

XS
SM
MD
LG