Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის მთავრობა იარაღს მიაწვდის ერაყელ ქურთებს


ჩეხეთის მთავრობა შეთანხმდა, რომ ერაყის ჩრდილოეთში ქურთების ძალებს შეიარაღებას მიაწვდის „ისლამისტური სახელმწიფოს“ ძალებთან ბრძოლაში დასახმარებლად. ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენელმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შეიარაღება მოიცავს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და ხელყუმბარებსაც. ჩეხეთის მიერ ქურთებისთვის გამოყოფილ იარაღს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონი დოლარია, ერაყში აშშ-ის ძალები ჩაიტანენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი 31 აგვისტოს მიიღებს გადაწყვეტილებას "ისლამისტური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში თავის წვლილზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ხორვატიან, კანადამ და ალბანეთმა გამოთქვეს ფეშმერგას ძალებისთვის დახმარების გაწევისთვის მზადყოფნა.

XS
SM
MD
LG