Accessibility links

logo-print

გერმანია რუსეთისგან განმარტებას ითხოვს


გერმანიამ მოსკოვისგან მოითხოვა განმარტება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამხედრო შეჭრის შესახებ ცნობების გამო. 27 აგვისტოს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაციას განმარტება სჭირდება და რომ ვითარების „დეესკალაციაში უდიდესი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“. ინფორმაცია ანგელა მერკელის პრეს-სპიკერმა გაავრცელა.

XS
SM
MD
LG