Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ რუსეთი „ინტერვენციაში“ დაადანაშაულა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მისი ქვეყნის ინტერვენცია უწოდა გავრცელებული ინფორმაციებს რუსი სამხედროების მიერ ქალაქ ნოვოაზოვსკის დაკავებას. უკრაინის პრეზიდენტმა გადადო 28 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტი თურქეთში და აპირებს უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას, რომელზეც დონეცკის რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარებაზე იმსჯელებენ. უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ტვიტერის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სასაზღვრო ქალაქ ნოვოაზოსკის დაკავებას. მანამდე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკის თანხლებით ქალაქში შევიდნენ პრორუსულად განწყობილი მებრძოლები.

XS
SM
MD
LG