Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის ცემას


აშშ-მა დაგმო აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და უფლებათადამცველი აქტივისტის ცემის ფაქტი ნახჭევანში, აზერბაიჯანის ანკლავში და მოუწოდა ხელისუფლებას გამოავლინოს და დასაჯოს თავდამსხმელები. შემთხვევა 21 აგვისტოს მოხდა, სადაც ნასიბოვი იმ არეალში არსებულ ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაცია ნახჭევანის რესურსცენტრის ოფისში იმყოფებოდა. ნასიბოვს, რომელმაც ცემის შედეგად გონება გაკარგა, გატეხილი აქვს თავი და ცხვირი და დაზიანებული აქვს ნეკნები. ქვეყნის ოთხი წამყვანი აქტივისტი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და მათ სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

XS
SM
MD
LG