Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა აზერბაიჯანი“ იძულებული გახდა შეეჩერებინა რამდენიმე პროექტი


„საერთაშორისო გამჭვირვალობა აზერბაიჯანის“ ბაქოს ოფისი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ბანკის მიერ შექმნილი პრობლემების გამო იძულებული გახდა შეეჩერებინა რამდენიმე პროექტი. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალეობა აზერბაიჯანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რანა საფარალიევამ 27 აგვისტოს უთხრა რადიო თავისუფლებას, ოფისის წარმომადგენლებმა ორი თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს (USAID-ის) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან საბანკო გადარიცხვის სახით გაგზავნილი ფინანსური დახმარების მიღება. საფარალიევას თქმით, „უნიბანკის“ ბაქოს ფილიალი, ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით უკან გზავნის USAID-ის მიერ გადმოგზავნილ თანხებს. ორი კვირით ადრე ჰიუმან რაითს უოჩმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს დამოუკიდებელ ორგანიზაცია „ნავთობის მოპოვების სფეროებში გამჭვირვალეობის ინიციატივებზე“ (EITI), რომელიც ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ღიაობის სტიმულირებას უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG