Accessibility links

logo-print

ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა


ჩელიაბინსკში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭრიკიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ოლიმპიური პრიზიორი ანტოინ ვალოის-ფორტიერი დაამარცხა. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ჭრიკიშვილის ოქროს მედლის გარდა, ქართველ ძიუდოისტებს კიდევ ერთი მედალი აქვთ მოპოვებული - ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG