Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილი ევროპას უკრაინის დასაცავად მიუწოდებს


უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რადგან საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საგანგებო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა გამოქვეყნებული. „დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ, ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად,“- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საგანგებო მიმართვაში.

XS
SM
MD
LG