Accessibility links

logo-print

ნატოს შტაბ-ბინაში დღეს იმსჯელებენ უკრაინის კრიზისზე


ნატოს მაღალჩინოსნები დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისის განსახილვევლად. 28 აგვისტოს ნატოს სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის 1000-ზე მეტი სამხედრო მოქმედებს. 28 აგვისტოს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც დასავლელმა წარმომადგენლებმა უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო შეშფოთება გამოთქვეს. გაეროში ამერიკის მუდმივი წარმოამდგენელი სამანტა პაუერი აცხადებს, რომ „რუსეთი მანიპულირებს. აბნევს სიტუაციას. ღიად იტყუება“. რუსეთის ელჩი გაეროში ვიტალი ჩურკინი არ უარყოფს რუსი სამხედროების არსებობას უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა, ამბობს, რომ ისინი „რუსი მოხალისეები“ არიან.

XS
SM
MD
LG