Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: სეპარატისტებს პირდაპირ მართავს და აკონტროლებს მოსკოვი


კიევი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოწოდება, სეპარატისტებისადმი, შექმნან „ჰუმანიტარული დერეფანი“, რათა უკრაინის ჯარს, რომელიც ალყაშემორტყმულია აღმოსავლეთ რეგიონში, გამოსვლის საშუალება მისცენ, ადასტურებს, რომ ამ კონფლიქტში მოსკოვის ხელი ურევია. უკრაინის არმის თანახმად, სეპარატისტებს პირდაპირ მართავს და აკონტროლებს მოსკოვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია.

XS
SM
MD
LG