Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, დღეს, მოსკოვში რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ზარიფის ვიზიტის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებმა თეირანისთვის გაეროს სანქციების გაუქმებამდე მიგვიყვანოს. ზარიფმა, პრესკონფერენციაზე, შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ თეირანს იმედი აქვს მსოფლიოს ქვეყნებთან ბირთვულ სფეროში მოლაპარაკების „დადებითი შედეგისა“, რასაც ნაწილობრივ, რუსეთის მხარდაჭერას უმადლის. მისი თქმით, სანქციები ვერ შეაყოვნებს ბირთვული პროგრამის განვითარებას. ირანი და რუსეთის ერთობლივად მუშაობენ მრავალმილიარდიან შეთანხმებაზე, როგორ გაცვალონ ირანის ნავთობი რუსეთის პროდუქციასა და ტექნოლოგიაზე.

XS
SM
MD
LG