Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: 9 წლის გოგონას ბრალს არ წაუყენებენ ინსტრუქტორის მკვლელობის გამო


აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ წაუყენებს ბრალს 9 წლის გოგონას, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სროლაში თავისი ინსტრუქტორი. 39 წლის ჩარლზ ვაკის სიკვდილი განიხილება, როგორც უბედური შემთხვევა. შტატ არიზონაში ჩარლზ ვაკი გოგონას უტარებდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გაკვეთილს. მიზანში პირველი სროლის შემდეგ, გოგონამ ვეღარ მოახერხა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის დაკავება და დანარჩენი ტყვიები ინსტრუქტორს მოხვდა. ის ლას-ვეგასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გაკვეთილზე გოგონა მშობლებმა მიიყვანეს. ინცინდენტის დროს ისინიც იქ იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG