Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მალაიზია ეარლაინსი“ რესტრუქტურიზაციას გეგმავს


ავიაკომპანია მალაიზია ეარლაინზი მასშტაბური რესტრუქტურიზაციისთვის ემზადება. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის ორმა სამგზავრო თვითმფრინავმა განიცადა ავიაკატასტროფა. ერთი რეისი MH370 მარტში გაუჩინარდა. ივლისში კი უკრაინაში, დონეცკის თავზე ჩამოვარდა რეისი MH17. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიაში სავარაუდოდ იგეგმება საშტატო შემცირება და გადაადგილება ხელმძღვანელ პოსტებში. უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ კომპანიის მგზავრების რაოდენობა მესამედით შემცირდა.

XS
SM
MD
LG