Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ახალგაზრა მოკლეს ადიგენის რაიონში


ადიგენის რაიონში, სოფელ ყარათუბნის შესასვლელში, წუხელ, გვიან ღამით, სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილები არიან ამავე სოფლის მცხოვრებნი, ერთი დაჭრილი ახალციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. იგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სამსახურის უფროსი დავით კუბლაშვილია. კუბლაშვილი და გარდაცვლილი ახალგაზრდები თანასოფლელები არიან. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი სოფელ ყარათუბნიდან იუწყება, მკვლელობის მიზეზად მარიამობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მომხდარი შეკამათება სახელდება. როგორც მოსახლეობა ამბობს, კამათი დავით კუბლაშვილის ვაჟსა და მის მეგობრებს შორის მოხდა. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. კამათის შემდეგ კუბლაშვილის ვაჟმა მამას დაურეკა, მამამ სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო, ბიჭებს გზაზე დახვდა და ესროლა. სოფელ ყარათუბანში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. კუბლაშვილების ოჯახი წუხელ სოფლიდან გაიყვანეს.

XS
SM
MD
LG