Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ცხადია, რუსეთის ჯარმა და ტექნიკამ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი


ნატოს გენერალური მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის განცხადებებს უკრაინის კონფლიქტთან თავისი კავშირის შესახებ უწოდა „ცარიელი უარყოფა“ და თქვა, რომ ახლა ცხადია, რუსეთის ჯარმა და ტექნიკამ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარიო. რასმუსენის თანახმად, რუსეთი ჩართულია პირდაპირ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში. ეს გაცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა ნატოს უკრაინის კრიზისისადმი მიძღვნილი საგანგებო შეხვედრის შემდეგ. რასმუსენმა ასევე თქვა, რომ 2008 წლის პირობა, რომ უკრაინას, თუ სურს, შეუძლია შეუერთდეს ნატოს, კვლავაც ძალაშია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ მთავრობა პარლამენტს მიმართავს თხოვნით, გააუქმოს უკრაინის მიუმხრობლობის სტატუსი და ქვეყანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზას დაადგეს.

XS
SM
MD
LG