Accessibility links

logo-print

აშშ-ს ავღანეთში ახალი ელჩი ეყოლება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა ვეტერანი დიპლომატი, მაიკლ მაკკინლი, იტყობინება თეთრი სახლი. თუ მაკკინლის კანდიდატურა დაამტკიცეს, bc შეცვლის ჯეიმს კანინგემს, რომელიც ქაბულში აშშ-ის საელჩოს უდგას სათავეში 2012 წლიდან. ახლა მაკკინლი კანინგემის მოადგილეა. მაკკინლი ქაბულში ჩასვლამდე მუშაობდა ელჩად კოლუმბიასა და ჩილეში.

XS
SM
MD
LG