Accessibility links

logo-print

ერაყის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე


ერაყის ავიაციამ იერიში განახორციელა ამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში "ისლამური სახელმწიფოს" შენაერთებზე, რომლებსაც ალყაში ჰყავთ მოქცეული შიიტი თურქომანებით დასახლებული ქალაქი ამერლი. 29 აგვისტოს შეტევის სამიზნე იყო არაერთი სოფელი ამერლის გარშემო. ერაყის ჯარი ხმელეთზე თავმოყრილია ჯაბალ ჰარიმთან, რათა გადამწყვეტი იერიში განახორციელონ ამერლის ბლოკადის მოსახსნელად. ქალაქში მოსახლეობას აკლია წყალი და სურსათი. თურქომანები ალყაში არიან უკვე ორი თვეა.

XS
SM
MD
LG