Accessibility links

აშშ-მა ირანის ფირმებს და კერძო პირებს სანქციები დაუწესა


აშშ-მა 29 აგვისტოს გამოცხადა, რომ ირანის 25 ფირმას და კერძო პირს უწესებს სანქციებს. ვაშინგტონი მათ ადანაშაულებს ირანის ბირთვული აქტიურობის გაფართოებაში, სანქციებისთვის თავის არიდებაში და რეგიონში ტერორიზმისთვის მხარდაჭერაში. სიაში არიან მოხვედრილი ირანის ექვსი ბანკი, ავიაკომპანია და კვლევითი ცენტრი. აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის კეტლინ ჰეიდენის თქმით, ამ ზომების მიუხედავად, აშშ კვლავ აპირებს იმუშაოს 5+1-თან, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიასთან, რათა მიღწეული იქნეს ხანგძლივი, მომცველი შეთანხმება, გარანტია იმის შესახებ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG