Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს მოითხოვს


ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მოსკოვი უნდა დაისაჯოს კიდევ უფრო „მკაცრი ეკონომიკური სანქციებით.“ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა 29 აგვისტოს ასეთი რამ განაცხადა: „ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რის წინაშე ვდგავართ: ჩვენ ამ წლის განმავლობაში მეორედ ვართ მოწმენი რუსეთის უკრაინაში შეჭრისა“. კარლ ბილდტმა ეს განცხადება გააკეთა მილანში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ორდღიან შეხვედრას გამართავენ. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანს ტიმერმანსის თქმით კი, თუ რუსეთი არ შეცვლის პოზიციას, მაშინ ევროკავშირის ქვეყნებს საკუთარის გამკაცრება მოუწევთ. მილანში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა შეიმუშაონ ახალი სანქციების შესახებ მოსაზრებები, რაზეც 30 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG