Accessibility links

დარიალის ხეობაში გზა გაიხსნა მორიგი სტიქიური მოვლენის შემდეგ


დარიალის ხეობაში მორიგი სტიქიური მოვლენის შემდეგ გაიხსნა გზის მონაკვეთი, რომელიც სტიქიამ 10 დღის წინ დააზიანა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიც 30 აგვისტოს გამოქვეყნდა მთავრობის ვებსაიტზე, გახსნილია ლარსის საბაჟოც. თუმცა, იმის გამო, რომ 30 აგვისტოს გამთენიისას მდინარე თერგმა ისევ დააზიანა გზის ნაწილი, ლარსის საბაჟო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმით იმუშავებს. პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ყველას, ვინც "24-საათიანი შრომა გასწია შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში გამოსასწორებლად".

XS
SM
MD
LG