Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ევროკავშირი მოამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს სანქციები დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება პოროშენკოს სამშვიდობო გეგმის განხორციელებისას. ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე, პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციით გამოწვეული კრიზისი ძალიან ახლოს არის „სრულმასშტაბიან ომთან“. მანვე გამოთქვა იმედი, რომ საკონტაქტო ჯგუფი 1 სექტემბერს მინსკში გამართავს შეხვედრას რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით და შესაძლებელი იქნება ზავზე შეთანხმება.

XS
SM
MD
LG