Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი: ყაზახეთი შესაძლოა გავიდეს ევრაზიის კავშირიდან


ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთი შესაძლოა, გავიდეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან, რომელშიც ის რუსეთთან და ბელორუსიასთან ერთად შედის. ასტანაში ტელეარხ „ხაბართან“ საუბრისას, ნაზარბაევმა თქვა, რომ თუ წესები, რომლებიც ხელშეკრულებით განისაზღვრა, არ სრულდება, მაშინ ყაზახეთს აქვს სრული უფლება, უარი თქვას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობაზე. ნაზარბაევმა აღნიშნა ასევე, რომ ასტანა არასოდეს იქნება ორგანიზაციაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ყაზახეთის დამოუკიდებლობას. ნაზარბაევის ამ ინტერვიუს წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ ყაზახეთი შექმნილია ტერიტორიაზე, რომელზეც არასოდეს უარსებია სახელმწიფოს. რუსეთის მედიასაშუალებების ცნობით, პუტინმა ეს განცხადება გააკეთა 29 აგვისტოს, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG