Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მზად არის რუსეთისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რუმპე აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები მოამზადებენ წინადადებებს რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე, უკრაინაში მისი მოქმედების გამო. ვან რუმპემ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 31 აგვისტოს, დილით, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ. ხოლო როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უთხრა ჟურნალისტებს, ევროკავშირი ახალ სანქციებს დააწესებს, თუ უკრაინაში ვითარება არ შეიცვლება, ან გაუარესდება. ნათელი არ არის, როდის ამოქმედდება სანქციები. ნატოს ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება, სულ ცოტა, 1000 რუსი ჯარისკაცი. რუსეთი უარყოფს ბრალდებას. გაეროს მონაცემებით, 2600-მდე ადამიანია დაიღუპული უკრაინელ სამხედროებსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის ბრძოლების შედეგად.

XS
SM
MD
LG