Accessibility links

ისრაელი გამოთქვამს პრეტენზიას 400 ჰექტარ მიწაზე ბეთლემთან


ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს აითვისოს დაახლოებით 400 ჰექტარი მიწა ქალაქ ბეთლემთან, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება. მიწების პალესტინელ მფლობელებს 45 დღე ეძლევათ ისრაელის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად. ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც წელს, ივნისში მოკლეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სამი ისრაელელი მოზარდი. ისრაელი გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასის“ წევრებს ადანაშაულებს მკვლელობებში. ბეთლემთან 400 ჰექტარი მიწაზე პრეტენზიას აკრიტიკებს ისრაელელი აქტივისტების ორგანიზაცია „მშვიდობა ახლა“. მისი წევრები შიშობენ, რომ ისრაელის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაართულებს პალესტინელებთან კონფლიქტის მოგვარებას.

XS
SM
MD
LG