Accessibility links

პაკისტანში ოპოზიცია არ აპირებს საპროტესტო აქციების შეწყვეტას


პაკისტანში ოპოზიციის ლიდერი იმრან ხანი აცხადებს, რომ „ბოლო ამოსუნთქვამდე“ გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. მისი განცხადების ფონია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები, რომელთა შედეგადაც, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა. იმრან ხანი, ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, სასულიერო პირი თაჰირ ალ-ყადრი და მათი ათასობით მომხრე 15 აგვისტოდან არის დაბანაკებული ისლამაბადში, რამდენიმე ადაგილას, მათ შორის პარლამენტთან და მოითხოვს პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გადადგომას. 31 აგვისტოს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტებს წინააღმდეგ, როცა მათ გადაჯგუფება სცადეს წინა ღამის შეტაკებების შემდეგ. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის, ფერვაიზ რაშიდის განცხადებით, მთავრობა მზად არის ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკების განახლებისათვის. მედიკოსების მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაშავდა 400-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG