Accessibility links

ერაყში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 13 ადამიანი


ერაყის ქალაქ რამადიში, სულ ცოტა, 13 ადამიანი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დანაღმული სამხედრო ავტომანქანით. მან მანქანა დააჯახა მშენებარე სახლს, რომელსაც ბაზად იყენებდნენ ერაყის უშიშროების ძალები. პოლიციის ცნობით, დაიჭრა, სულ ცოტა, 17 კაცი. ერაყის ჯარები იანვრიდან აწარმოებენ ბრძოლას ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ დასავლეთში მდებარე ქალაქებში, რამადისა და ფალუჯაში. რამადიში ამ ინციდენტამდე გავრცელდა ცნობა, რომ ერაყის უშიშროების ძალებმა შიიტ გასამხედროებულ პირებთან და ქურთ მებრძოლებთან ერთად გაარღვიეს ექსტრემისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ალყა ქალაქ ამირლისთან. ამირლიში რამდენიმე კვირა იყო ალყაშემორტმული ათასობით ადამიანი. აშშ-მა 30 აგვისტოს გამოაცხადა, რომ სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა ამირლისთან და ჰაერიდან მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება ქალაქის მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG