Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ამირლის ალყა გაარღვიეს


ერაყის ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქვეყნის არმიამ შიიტთა შეირაღებული რაზმებისა და ქურთთა ჯარის „ფეშმერგას“ მხარდაჭერით მოახერხა ამირლის ალყის გარღვევა და ქალაქში შეჭრა. ამირლი ორი თვე იყო ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული გაერთიანების მიერ ალყა შემორტყმული. ცნობით, ალყა, 31 აგვისტოს გაირღვა. ქალაქის მოსახლეობას აკლდა სასმელი წყალი და სურსათი. აშშ-მა განაცხადა, რომ 30 აგვისტოს სამი საჰაერო დარტყმა განახორციელა ამირლის არეალში და ქალაქს ჰაერიდან ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა.

XS
SM
MD
LG