Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი


დღეს თბილისში გაიხსნა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში." სამდღიანი ფორუმი სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით ტარდება. სამი დღის განმავლობაში ერთმანეთს შეხვდებიან და გამოცდილებასა და მოსაზრებებს გაუზიარებენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის ფრენსის ფუკუიამა და ერიკ ჯენსენი, მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი ოფიციალური პირები და სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეებს დღეს მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG