Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ახალი რეგულაცია წესდება


დღეიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ახალი რეგულაცია წესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის, რადგან ნებისმიერი მარტივი ჩივილის უკან შეიძლება ძალიან დიდი გართულება იყოს: „იმის დანერგვას, რასაც ჩვენ ვაპირებთ წინაჰოსპიტალურ ეტაპზე გამოძახებების კატეგორიზაციაა და მისი ამოცანაა, რომ საჭიროების მიხედვით მოხდეს ადგილზე მისვლა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

XS
SM
MD
LG