Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯარმა ლუგანსკის აეროპორტი დატოვა


უკრაინის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარმა დაიხია უკან, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუგანსკის აეროპორტიდან რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლის შემდეგ. არმიის წარმომადგენლის, ანდრეი ლუცენკოს თქმით, ჯარისკაცებმა პირველ სექტემბერს ორგანიზებულად დაიხიეს უკან. ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ იმედია აქვს, მინსკის შეხვედრა, რომელიც პირველი სექტემბრისთვის დაიგეგმა, მოიტანს დაუყოვნებლივ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ამ შეხვედრას ესწრებიან უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე სეპარატისტთა მხარე და ეუთოს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG