Accessibility links

ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდული ძალების განთავსება სურს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერებს ამ კვირაში შესთავაზებენ, დაამტკიცონ წინადადება, აღმოსავლეთ ევროპაში ავანგარდული ძალების შექმნის შესახებ, რათა წევრ ქვეყნებს დაეხმარონ თავი დაიცვან საფრთხისგან. რასმუსენის თქმით, ეს იქნება რამდენიმე ათასიანი ჯარი, რომელშიც ალიანსი 28 წევრი ქვეყნის სამხედროები იმორიგევებენ. ნაწილები, რომლებსაც ავიაცია და საზღვაო ფლოტი გაუწევს მხარდაჭერას სულ მალე უნდა განთავსდეს. რასმუსენმა თქვა, რომ ალიანსი არ დაარღვევს რუსეთთან 1997 წლის შეთანხმებას, რომელიც მას აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის ყოლას უზღუდავს. ნატოს სამიტი უელსში იწყება 4 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG