Accessibility links

logo-print

ევროპის სასამართლოს "ბესლანელი დედების" საჩივარს განიხილავს


არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ათი წლის წინ ბესლანში ტერაქტის და სპეცდანიშნულების შენაერთის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დახოცილი 200-მდე ბავშვის მშობლებს წარმოადგენს, მართლმსაჯულებს მიღწევას ცდილობენ რუსეთს გარეთ, რადგან რუსეთის სასამართლოებმა ეს ვერ შესძლეს. ქალაქის პირველი სკოლის 1200 მოსწავლე და მასწავლებელი მძევლად ჰყავდათ აყვანილი ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის შამილ ბასაევის მებრძოლებს. პირველ სექტემბერს ამ ტრაგედიიდან ათი წელი შესრულდა. ტერაქტის და სპეცდანიშნულების შენაერთის მიერ ჩატარებული შემდგომი ოპერაციის დროს სულ მოკლეს 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი. ორგანიზაცია „ბესლანელი დედების“ აქტივისტებმა უთხრეს ჩვენს რადიოს, მათ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში უჩივლეს რუსეთის მთავრობას. მათი ცნობით, საქმის განხილვა სტრასბურგში 14 ოქტომბერს დაიწყება. რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯარმა სკოლს შენობა შეუტია, როცა იქიდან აფეთქების ხმა გაიგონა.

XS
SM
MD
LG