Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი: თუ ინტერესები შეიბღალა, ყაზახეთმა შეიძლება დატოვოს „ევრაზიული კავშირი“


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მედიას განუცხადა, რომ თუ ყაზახეთის ინტერესები შეიბღალა, ყაზახეთმა შეიძლება დატოვოს „ევრაზიული კავშირი.“ ასეთ გადაწყვეტილებას ყაზახეთი მიიღებს, თქვა ნაზარბაევმა, თუ ხელშეკრულებით დაგეგმილი პირობები არ შესრულდება და დაირღვევა. ეს ადრეც მითქვამს და კვლავ ვამბობ, განაცხადა ყახაზეთის პრეზიდენტმა, რომლის თქმით, ყაზახეთი არ იქნება ორგანიზაციაში, რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG