Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: "რომ მომინდეს, კიევს ორ კვირაში ავიღებდი"


იტალიურ გაზეთ „ლე რეპუბლიკაში“ 1 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია, რომლის თნახმადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთვის განუცხადებია: „რომ მომინდეს, კიევს ორ კვირაში ავიღებდიო“. იტალიური გაზეთის თანახმად, პუტინმა ასეთი რამ ბაროზუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ბაროზუმ კი 30 აგვისტოს ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში ევროპელ ლიდერებს გადასცა ეს ნათქვამი. იტალიური გაზეთის თანახმად, პუტინის ეს მუქარა იყო რეაქცია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.

XS
SM
MD
LG